ჯანდაცვის მინისტრი საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ქუთაისის რაიონულ სამსახურში იმყოფებოდა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგის შედეგები აჩვენებს რომ წყალი ცურვისთვის უსაფრთხოა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გომბორის გზის რეაბილიტაციის დასრულება შემოდგომისთვის იგეგმება.
თბილისში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მეორე ნახევრიდან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ორგანიზაციის ყოფილი თანამშრომლებისა და ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ ცრუ ინფორმაცია გავრცელდა.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში Wizz Air-ის მეექვსე მემილიონე მგზავრი დაასაჩუქრეს. ამის შესახებ ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, გურიაში, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჩოხატაურის ბახმაროსთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზის 18 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დაასრულა.
ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე ხონის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში იმყოფებოდა.
გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, „საქართველოს რკინიგზა“ 24, 25, 31 აგვისტოს და 1 სექტემბერს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს - დაკავებულია 8 პირი.