იანვარში პროდუქციის წარმოება, როგორც თვის, ასევე წლის ჭრილში გაძვირდა.
UFC-ის ისტორიაში პირველმა ქართველმა ჩემპიონმა, ილია თოფურიამ ქვემსუბუქი წონის ტიტულის მოგებიდან თითქმის ერთი წლის თავზე ქამარზე უარი თქვა და ვაკანტური გახადა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპი ახალციხეში შეჩერებულია. ამის მიზეზი დიდთოვლობაა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულია საქართველოს ორი მოქალაქე, რომელთა საცხოვრებელი სახლებიდან ამოღებულია გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი „დიდი ოცეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე დასასწრებად იოჰანესბურგში ჩავიდა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
კანადა უკრაინას მხარს ყოველთვის დაუჭერს, - ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ განაცხადა.
ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ64 ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.
ხაშური-ახალციხე-ვალეს გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი იტყობინება.
ზელენსკი ვერ განაცხადებს პრეტენზიას, რომ უკრაინელი ხალხის ნებას წარმოადგენს, თუ არ აღადგენს პრესის თავისუფლებას და არ შეწყვეტს არჩევნების გაუქმებას! - ამის შესახებ აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის (DOGE) ხელმძღვანელი, ილონ მასკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ევროპელ და კანადელ ლიდერებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განცხადებას ავრცელებს.