
მე-11 მოწვევის პარლამენტი საგაზაფხულო სესიის გახსნამდე - თებერვლის პირველ სამშაბათამდე აღარ შეიკრიბება.

IPM კვლევებმა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩაატარა, რომლის შედეგებიც აჩვენებს, რომ მოსახლეობის 65% უჭერს მხარს საპროტესტო აქციებს, 28% მხარს არ უჭერს, ხოლო 7%-მა არ იცის ან უარს ამბობს, შესაბამის კითხვაზე პასუხი გასცეს.

პარლამენტის გადაწყვეტილებით, შეკრება მანიფესტაციების დროს სახის ნიღბით და ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვა აიკრძალა.

სხვადასხვა კომპანიის პიარისა და მარკეტინგის სპეციალისტები, ასევე სხვადასხვა შემოქმედებითი ჯგუფის წარმომადგენლები, თბილისში აქციას მართავენ.

„ხალხის ძალის“ წარმომადგენელი სოზარ სუბარი პარლამენტის ვიცე-სპიკერად აირჩიეს - სუბარმა ვიცე-სპიკერის პოსტი ოპოზიციისთვის განკუთვნილი კვოტით დაიკავა.

მმართველ პარტიას მოვუწოდებთ, მოახდინოს დეესკალაცია და ბოლო მოუღოს მშვიდობიანი მომიტინგეების, მედიის წარმომადგენლებისა და ოპოზიციის ლიდერების მიმართ ძალის სასტიკ და უკანონო გამოყენებას, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

ვფიქრობ, ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე რთულ ვითარებაში ვართ, - ამის შესახებ „რესტორატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, შოთა ბურჯანაძემ განაცხადა.

პოლიციელებისგან შორს ეს ბინძური ხელები! ამ შემთხვევაში, მე ვგულისხმობ არა მომიტინგეს, არამედ იმ ხელებს, რომელიც საცეცებივით, ასე ცუდი, ნეგატიური, ბოროტი პიარის სახით უპირისპირდება ქვეყანას და უპირისპირდება პოლიციას, - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა.

ყოველი ადამიანი - დიდი თუ პატარა, უნდა გაემიჯნოს ძალადობას - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

ერთპარტიული პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მთავრობის მაღალჩინოსნებისთვის სავიზო სანქციების დაწესებას ეხმიანება. პაპუაშვილის განცხადებით, სახდეპი ისეთ მნიშვნელოვან პარტნიორთან იფუჭებს ურთიერთობას, როგორიც საქართველოა.