
საქართველო იუმორის გრძნობას არასდროს კარგავს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს და საპროტესტო აქციიდან ვიდეო კადრებს აზიარებს, სადაც აქციის მონაწილეები ფეხბურთს თამაშობენ.

პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე საპოლიციო ძალის მობილიზებაა.

მინდა, მოვუწოდო ყველა უცხოელ აქტორს, რომ აღიარონ ქართველი ხალხის ნება, დემოკრატია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის ქართველი ხალხისადმი მიმართვას გამოეხმაურა.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე მცირე ხნით მივიდა.

საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმის მიცემის პროცედურა მიმდინარეობს.

საქართველოს პარლამენტთან, პრეზიდენტის არჩევნების პარალელურად, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

მინდა, პირველ რიგში, ბოდიში მოვუხადო ჩვენს მოსახლეობას, რომ სწორედ “ქართული ოცნების” ძალისხმევით აღმოჩნდა ეს ქალი იქ, სადაც იმყოფება, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე პრეზიდენტ ზურაბიშვილის ბრიფინგს, რომელმაც ხვალ პარლამენტის წინ დაანონსებულ ღონისძიებას პროვოკაცია უწოდა.

მოსული ნალექის გამო თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე გზები იწმინდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

უამინდობის გამო უქმდება 14 დეკემბერს აღმოსავლეთ საქართველოდან დასავლეთისკენ და დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მიმავალი სამგზავრო მატარებლების რეისები, - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

ძლიერი თოვის, ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, თბილისი-სენაკი- ლესელიძის საავტომობილო გზის კმ132- კმ150 (სურამის კვანძი - სოფ. ხევი) მონაკვეთზე, როგორც დასავლეთის, ისე აღმოსავლეთის მიმართულებით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით იზღუდება.