სიამოვნებით შევხვდები ტრამპს, მაგრამ ჯერ საჭიროა ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების დამუშავების მიღწევა. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
არჩევნების გარეშე დიქტატორმა ზელენსკიმ ჯობია სწრაფად იმოქმედოს, თორემ ქვეყანა არ დარჩება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth Social-ის საკუთარ გვერდზე წერს.
საქართველოს წარმომადგენლებისთვის სკამი ყოველთვის იქნება „3+3 ფორმატის“ სხდომათა დარბაზში. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებით, მათ მიერ დანიშნული ალტერნატიული, ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით დადასტურდა, რომ ბიძინა ივანიშვილისა და მისი საუბრის აუდიოჩანაწერი ავთენტურია.
რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-16 პაკეტის შესახებ შეთანხმებას მივესალმები, კრემლი ჩვენს სიმტკიცეს ვერ გატეხს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკა რუსეთს იზოლაციიდან გამოსვლაში ეხმარება. ამის შესახებ ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის იანვარში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 76.7 პროცენტი შეადგინა.
რუსეთისა და აშშ-ს ეროვნული ინტერესები ერთმანეთს სრულად არასდროს დაემთხვევა, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა რუსეთის სახელმწიფო დუმაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპს „შეუძლია სასარგებლო დიალოგის აღდგენა“ კრემლის ლიდერ, ვლადიმერ პუტინთან.
მარტვილის კანიონი, ოკაცეს კანიონი და სათაფლია ორი დღით დაიკეტა. როგორც დაცული ტერიტორიების სააგენტო იტყობინება, მიზეზი რთული მეტეოროლოგიური პირობებია.