საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდება.
საქართველოში ნახატების იმპორტი 2 004 057%-ით, ხოლო ქანდაკებების 75 387%-ით გაიზარდა.
საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის IV კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 14.2% შეადგინა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქართველოში საქონლით საგარეო ვაჭრობის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.
თბილისის მერია რუსთაველის გამზირის განახლებას გეგმავს. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რუსთაველის გამზირზე გზა არის ამორტიზებული, მძიმე მდგომარეობაშია, ხშირია დაზიანებები და გზის ჩავარდნის შემთხვევები.
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით „თბილსერვის ჯგუფს“, რომელიც დედაქალაქში საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებასა და გადამუშავებას უზრუნველყოფს, ახალი მომსახურება ემატება.
უკრაინაში ევროპელი სამშვიდობოების განთავსება შესანიშნავი იქნება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პრეზიდენტი ხალხის ნებას წარმოადგენს, - ამის შესახებ აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის (DOGE) ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა აშშ-ის პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან ერთად Fox News-ისთვის მიცემულ ერთობლივ ინტერვიუში განაცხადა.
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, საუდის არაბეთში შეერთებული შტატებისა და რუსეთის დელეგაციების შეხვედრა ძალიან კარგი იყო.
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე, ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთებზე დროებით შეზღუდულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.