ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ძალიან განაწყენებულია პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიზე და, გარკვეულწილად, სამართლიანად, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ჟურნალისტ კეტრინ ჰერიჯთან ინტერვიუში განაცხადა.
ტრამპს ვეტყვი, რომ არ შეიძლება პუტინის წინააღმდეგ სუსტი იყოს, ეს მისი სტილი არ არის. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პირდაპირი ეთერში მაყურებლების კითხვებზე პასუხისას განაცხადა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 21 თებერვალს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შემომავალი ცივი და ნოტიო ჰაერის მასებით.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელთან კიტ კელოგთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სრულმასშტაბიანი ომის დაწყების მესამე წლისთავზე, 24 თებერვალს კიევში ჩავლენ. ამის შესახებ ანტონიუ კოშტა სოციალურ ქსელ X-ში წერს.
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მას მიაჩნია, რომ რუსეთს უკრაინაში მიმდინარე ომის დასასრულებლად ნებისმიერ სამშვიდობო მოლაპარაკებებში „კოზირები“ აქვს, რადგან მას უკრაინის დიდი ტერიტორია აქვს აღებული.
ყაზახეთის მხარესთან უკვე წინასწარი კონტრაქტები არის, რომ საქართველოში ყაზახური ხორბლის შემოსვლას ახლო მომავალში აუცილებლად ვიხილავთ - ამის შესახებ ლევან სილაგავამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, რადიკალიზმი ყველგან დამარცხდება სადაც არ უნდა იყოს.
საქართველო ერთი წლით ენერგეტიკული გაერთიანების თავმჯდომარე ქვეყანა იქნება, – ამის შესახებ ოფიციალური განცხადება ავსტრიაში, ქალაქ ვენაში გამართულ მიღებაზე გაკეთდა, რომელსაც, საქართველოს დელეგაციასთან ერთად, ენერგეტიკული გაერთიანების წევრი ქვეყნების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და მესამე მოსმენით დაამტკიცა პროექტი, რომლის ამოქმედების შემდეგ, მთავრობის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გრანტების გაცემის უფლება ექნება.