
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულიმ სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2025 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 6.6% შეადგინა, ხოლო 2025 წლის პირველი რვა თვის ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 7.9%-ით განისაზღვრა.
საქსტატის თანახმად, აგვისტოში საქართველოს კერძო სექტორის, ანუ დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვა წლიურად 9%-ით გაიზარდა და მან 15.3 მილიარდი ლარი შეადგინა. სექტორებიდან ზრდა დაფიქსირდა IT სექტორში, ასევე საფინანსო და ენერგეტიკის დარგში, ასევე ვაჭრობაში. კლება კი მშენებლობასა და მრეწველობაში აღინიშნა.
"2025 წლის აგვისტოში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ინფორმაცია და კომუნიკაცია, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები, ენერგეტიკა და ვაჭრობა. კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის და დამმუშავებელი მრეწველობის სექტორებში", - ნათქვამია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.