
ქართული მობილური ოპერატორი „სელფი მობაილი“, რომელიც საქართველოში 1.42 მლნ აბონენტს ემსახურება, 2025 Global Banking & Finance Awards®-ის ნომინაციაში "საქართველოში ყველაზე სწრაფად მზარდი ტელეკომი“ ჯილდო მიიღო.
ამის შესახებ ინფორმაციას „სელფი მობაილი“ ავრცელებს.
კომპანიის ცნობით, საქართველოში ყველაზე სწრაფად მზარდი ტელეკომის“ ჯილდო, სელფიმ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მიღწეული შედეგებისთვის მიიღო, მათ შორისაა: 5G -ს განვითარება ქვეყნის მასშტაბით; VoLTE -ს დანერგვა; პარტნიორობის გაღრმავება Vodafone-თან; საქართველოში პირველი, ტელეკომის ლოიალობის პლატფორმის შეთავაზება; ლიდერობა ინტერნეტ პაკეტებისა და როუმინგის მიმართულებით; ინოვაციური Travel eSim-ის გამოშვება, რომელიც სულ რაღაც 4 დაწკაპუნებაში შეუძლია აიღოს ნებისმიერი ქსელის აბონენტმა.
„მინდა მივულოცო „სელფის“ აბონენტებს და გუნდს ეს საერთაშორისო აღიარება. ეს ჯილდო მკაფიო სიგნალია, რომ სწორი გზით მივდივართ - თვიდან-თვემდე იზრდება სელფის მომხმარებელთა რიცხვი, მაშასადამე ნდობა ჩვენი სერვისებისადმი. წინ კიდევ ბევრი სასიამოვნო სიახლე გვაქვს”, - განაცხადა როსტომ ტალახაძემ, CEO-მ.