ქართული მობილური ოპერატორი, სელფი მობაილი, რომელიც საქართველოს მასშტაბით 1.42 მლნ. აბონენტს ემსახურება, 13-15 ივნისს თბილისში დაგეგმილი, საერთაშორისო ფესტივალის ZEG პარტნიორია.
საქართველოსთან დაკავშირებით გაფართოების პროცესი ჩიხშია შესული, რაც სამწუხაროა და ვშიშობ, რომ საქართველოსთვის ეს ისტორიული შანსი შეიძლება დაიკარგოს, - ამის ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ თბილისში, ჟურნალისტებს განუცხადა.
ეს არის შანტაჟი! - ზოგადად, შანტაჟი შანტაჟად დარჩება, თუმცა, ასეც და ისეც, ეს მუქარები არის ძალიან დასანანი და სამწუხარო, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების შეკითხვას.
საქართველოში გარე დაფინანსებით აწარმოებენ სიძულვილის და ზიზღის კამპანიებს, მათ შორის, ევროპელი ელჩებისგან ვხედავთ წამახალისებელ ნაბიჯებს - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
ამერიკელი ხალხის სახელით, მინდა მივულოცო რუს ხალხს რუსეთის დღე,- აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს ამ განცხადებას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 12 ივნისს საქართველოში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი. სინოპტიკოსების პროგნოზით, ამინდი განპირობებული იქნება ამიერკავკასიის ჩრდილოეთიდან მოქმედი გრილი და სამხრეთიდან გადმონაცვლებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2022 წლიდან ახალი ინდიკატორის, სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსის გამოქვეყნება დაიწყო.
ლევან მეხუზლამ რაჭა-ლეჩხუმის მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების პერსპექტივებზე, რთველის მოსამზადებელ და საორგანიზაციო საკითხებზე ისაუბრა.
საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტო მიმდინარე წლის იანვარ-მაისის მონაცემებს აქვეყნებს.
საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს განცხადებით, უწევთ დაგეგმილი საგრანტო წინადადებების გაუქმება, რომლებიც მუნიციპალური არჩევნების გამჭვირვალობისა და კონკურენტუნარიანობის მხარდაჭერას ისახავდა მიზნად.