ისრაელში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს.
ისრაელმა ირანში 100-ზე მეტ სამიზნეს დაარტყა და დარტყმების დროს 200 მოიერიშე თვითმფრინავი გამოიყენა, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, ბრიგადის გენერალმა, ეფი დეფრინმა განაცხადა.
იორდანიამ, ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული დარტყმების შემდეგ, საჰაერო სივრცე დროებით დახურა.
ეს არ არის მხოლოდ თარიღი - ეს არის დიდი შრომის, განვითარების და ერთგულების ათწლიანი გზა.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ჟინვალის ჰიდროკომპლექსის წყალგამყვანი გვირაბისა და ბოდორნას წყალსაცავის წყალმიმღები არხის გამყოფი დამბის გეგმიურ რეაბილიტაციას ახორციელებს.
ბელგიის სამეფოს ქალაქ ანტვერპენში, ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენის „Naturale 2025“ ფარგლებში, ქართული ღვინის წარდგენა ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „FLOW SRL“ ორგანიზებით გაიმართა.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დაასრულა.
ქართული მობილური ოპერატორი, სელფი მობაილი, რომელიც საქართველოს მასშტაბით 1.42 მლნ. აბონენტს ემსახურება, 13-15 ივნისს თბილისში დაგეგმილი, საერთაშორისო ფესტივალის ZEG პარტნიორია.
საქართველოსთან დაკავშირებით გაფართოების პროცესი ჩიხშია შესული, რაც სამწუხაროა და ვშიშობ, რომ საქართველოსთვის ეს ისტორიული შანსი შეიძლება დაიკარგოს, - ამის ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ თბილისში, ჟურნალისტებს განუცხადა.
ეს არის შანტაჟი! - ზოგადად, შანტაჟი შანტაჟად დარჩება, თუმცა, ასეც და ისეც, ეს მუქარები არის ძალიან დასანანი და სამწუხარო, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების შეკითხვას.