არსებული ინფორმაციით, ვაჟა სირაძემ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა დატოვა.
ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ინიციატივით, ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მოადგილეებთან და საქვეუწყებო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან ერთად, 70-ზე მეტი სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა.
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროში ინფრასტრუქტურული პროექტების კოორდინაციისა და ზედამხედველობის დეპარტამენტი შეიქმნა.
გარდაიცვალა ქართული რაგბის დამაარსებელი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი გივი მრელაშვილი.
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ(GCCA), salemart.ge-ის მიერ შეცდომაში შემყვანი, მანიპულაციური სავაჭრო ტაქტიკის (Dark Pattern) გამოყენების ფაქტი დაადგინა. ინფორმაციას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.
საქსტატის წინასწარი მონაცემების მიხედვით, აპრილში მთლიანი შიდა პროდუქტის წლიურმა ზრდამ 7.5%, ხოლო წლის პირველ ოთხ თვეში საშუალოდ 8.8% შეადგინა.
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2025 წლის I კვარტალში 179.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2024 წლის I კვარტლის წინასწარ მონაცემებზე 7.7 პროცენტით ნაკლებია.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ღვინის მწარმოებელი ექვსი საოჯახო მარანი დანიის სამეფოს დედაქალაქ კოპენჰაგენში გამართულ გამოფენაში ,,RAW Wine Copenhagen” მონაწილეობდა.
„რიყის დოქების“ მფლობელი კვლავ შეიცვალა, საჯარო რეესტრის მონაცემებით, „რიყე დომ“-ის მესაკუთრემ კომპანია 2025 წლის 3 ივნისს გაასხვისა.
პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ უკრაინა და მისი მოკავშირეები ძალიან ახლოს არიან იმ მომენტთან, როდესაც რუსეთი შეიძლება იძულებული გახდეს დაასრულოს ან სულ მცირე შეაჩეროს ომი.