სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2025 წლის 1-ელი 9 თვის მაჩვენებლებით, საერთაშორისო მოგზაურობისას ყველაზე მეტი თანხა, 454.200 მლნ აშშ დოლარი საქართველოში რუსმა ვიზიტორებმა დახარჯეს.
რუსების შემდეგ, საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულ შემოსავლებში ყველაზე მაღალი წილი ევროკავშირის ქვეყნებისა და თურქეთის მოქალაქეების ხარჯებს აქვს.
რომელი ქვეყნის ტურისტებმა დახარჯეს იანვარ-სექტემბერში ყველაზე მეტი ფული საქართველოში? ტოპ 10 ქვეყანა ასე გამოიყურება:
რუსეთი - 560.300 მლნ აშშ დოლარი;
ევროკავშირის ქვეყნები - 515.300 მლნ აშშ დოლარი;
თურქეთი - 454.200 მლნ აშშ დოლარი;
ისრაელი - 430.200 მლნ აშშ დოლარი;
აზერბაიჯანი - 169.000 მლნ აშშ დოლარი;
სომხეთი - 127.400 მლნ აშშ დოლარი;
საუდის არაბეთი - 124.700 მლნ აშშ დოლარი;
უკრაინა - 114.400 მლნ აშშ დოლარი;
ბელარუსი - 72.700 მლნ აშშ დოლარი;
ირანი - 99.400 მლნ აშშ დოლარი.
აღსანიშნავია, რომ 2025 წლის საანგარიშო პერიოდში, ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა, ჯამურად, 3.637 მლრდ ლარი შეადგინა, მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 3.461 მლრდ ლარი იყო.