ლევან კაკავამ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის თანამდებობა დატოვა და მის ნაცვლად ირაკლი ბერაია დაინიშნა.
ბელარუსში კარტოფილის დეფიციტის ფონზე ალექსანდრე ლუკაშენკომ მოქალაქეებს ურჩია, ეს პროდუქტი „კვირაში ერთხელ, მაქსიმუმ ორჯერ” მოიხმარონ - ამის შესახებ ინფორმაციას BELTA ავრცელებს.
დიდი შვიდეულის (G7) ქვეყნების უმეტესობა მზად არის, რუსული ნავთობზე ზღვრული ფასი დამოუკიდებლად შეამციროს, თუ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ამ იდეას მხარს არ დაუჭერს - ამის შესახებ Reuters-ს ოთხმა წყარომ განუცხადა.
„გალთ ენდ თაგარტის“ შეფასებით, მიმდინარე წლის მაისში, საქართველოში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 370 მლნ აშშ დოლარს მიაღწია.
საფრანგეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ გრენლანდია არც იყიდება და ვერც ვერავინ მიიტაცებს მას. ამის შესახებ ემანუელ მაკრონმა გრენლანდიაში ვიზიტისას განაცხადა.
კანადაში „დიდი შვიდეულის“ ლიდერები იკრიბებიან. ადგილზე უკვე ჩავიდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.
თეირანში ისრაელის მიერ განხორციელებული დარტყმის შედეგად ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის დაზვერვის უფროსი, გენერალი მოჰამად კაზემი და მისი მოადგილე, გენერალი ჰასან მოჰაკიკი დაიღუპნენ, - CNN-ის ცნობით, ამის შესახებ ირანული სახელმწიფო მედია იუწყება.
ისრაელში, ირანიდან ბალისტიკური რაკეტების გაშვების გამო, განგაშის სირენები ამოქმედდა, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოს იაპონელი ღვინის პროფესიონალები სტუმრობდნენ. 12-კაციან ჯგუფს იაპონელი ღვინის მაგისტრი კენიჩი ოჰაში ხელმძღვანელობდა.
ირანის დარტყმების შემდეგ ხანძარი გაჩნდა ჰაიფაში, ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილში.