global distribution
გარე ავეჯი

2025 წლის სექტემბერში თბილისში 3 869 ტრანზაქცია განხორციელდა, რაც 2024 წლის სექტემბრის მაჩვენებელს 13%-ით აღემატება. ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ კვლევაშია აღნიშნული.

მათივე შეფასებით, მსგავსი ზრდა ნაწილობრივ განაპირობა გასული თვის დასვენების დღეებმა, რომლის შედეგად გადადებული ოფიციალური რეგისტრაციები სექტემბერში აისახა.

კვლევის თანახმად, კვადრატული მეტრის საშუალო გასაყიდი ფასი 1 284 აშშ დოლარს გაუტოლდა და წლიურად 3%-ით გაიზარდა.

რაც შეეხება ქირას, „თიბისი კაპიტალის“ კვლევის თანახმად, გასაქირავებელი ფასი კვ.მ-ზე 10.2 აშშ დოლარი შენარჩუნდა, რაც 10%-ით ნაკლებია 2024 წლის იმავე პერიოდთან შედარებით.

ამასთან, სექტემბერში ბაზრის მოცულობამ 319 მილიონი შეადგინა და წლიურად 15%-ით გაიზარდა.

60