global distribution
გარე ავეჯი

ქართული ღვინის ბაზრების დივერსიფიცირებისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით, ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის, Le Pont Caucasien-ის ორგანიზებით, ქართული ღვინო საფრანგეთის ღვინისა და გასტრონომიის პრესტიჟულ ფესტივალზე, Arts &Vin-ზე წარდგა.

ფესტივალს, რომელიც ქალაქ ტეულ-სულ-მერში გაიმართა, ყოველწლიურად ათასობით სტუმარი, მათ შორის ღვინის პროფესიონალები და HoReCa სექტორის წარმომადგენლები ესწრებიან.

ფესტივალის სტუმრებს ქართული ღვინო საფრანგეთში მოღვაწე ენოლოგმა, კომპანია Le Pont Caucasien-ის ხელმძღვანელმა, ილია კახოიძემ წარუდგინა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ცნობადობის ამაღლება წარმოადგენს. სააგენტო ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის ფარგლებში 2013 წლიდან ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით მიზანმიმართულ სარეკლამო-მარკეტინგულ კამპანიებს ახორციელებს, მათ შორის, მეღვინეობით სახელგანთქმულ ისეთ ქვეყანაში, როგორიც საფრანგეთია, სადაც ქართულ ღვინოზე, განსაკუთრებით კი ქვევრის ღვინოზე, მოთხოვნა მუდმივად მზარდია. მიმდინარე წლის ცხრა თვის მონაცემებით, საქართველოდან საფრანგეთში 111 ათასი ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული, რაც 71%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

„ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის გაზრდისა და ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, 2025 წლის ცხრა თვეში ქართული ღვინო წარდგენილი იყო 21 გამოფენა/ფესტივალსა და 220-მდე დეგუსტაცია-სემინარზე აშშ-ში, ასევე ევროპისა და აზიის, ჯამში, 20-მდე ქვეყანაში.

ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

79