ძალიან სამწუხარო და დასანანია, როდესაც ვისმენთ ამ ტიპის განცხადებებს ყოფილ თანაგუნდელთან დაკავშირებით - ასე შეაფასა თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრისთვის ირაკლი ღარიბაშვილისთვის პროკურატურის მიერ ბრალის წაყენების ფაქტი.
წლების განმავლობაში ვიყავი მაღალანაზღაურებადი, მქონდა ძალიან მაღალი შემოსავალი და დღეს ვარ შემდგარი ადამიანი, - ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტის შეკითხვას.
ქართული ღვინის ბაზრების დივერსიფიცირებისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით, ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის, Le Pont Caucasien-ის ორგანიზებით, ქართული ღვინო საფრანგეთის ღვინისა და გასტრონომიის პრესტიჟულ ფესტივალზე, Arts &Vin-ზე წარდგა.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში, რეორგანიზაციის ფარგლებში, უწყების საქმიანობის ეფექტიანობის ზრდის მიზნით, რამდენიმე სტრუქტურული ცვლილება განხორციელდა.
17 ოქტომბერს, ირაკლი ღარიბაშვილის ბინის ჩხრეკის შედეგად აღმოჩენილი და ამოღებული იქნა 6 500 000 აშშ დოლარი - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ განაცხადა.
ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე აზიის განვითარების ბანკის (ADB) ვიცე-პრეზიდენტს ინგმინგ იანგს და აზიის განვითარების ბანკის საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორს, ლესლი ბეარმან ლამს შეხვდა.
საქართველოს პროკურატურა ყოფილი პრემიერ-მინისტრისთვის, ირაკლი ღარიბაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 1 მილიონი ლარის ოდენობის გირაოს შეფარდებას ითხოვს.
საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი წარუდგინეს.
საქართველოს პროკურატურაში გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე ბრიფინგს გამართავს.
„2025 წლის რთველის დროს კახეთის რეგიონში სუბსიდირების არსებული სისტემიდან გამოსვლამ, ცალსახად გაამართლა. გამართლდა ჩვენი პროგნოზი, რომ წელს ღვინის კერძო სექტორი, ჩაიბარებდა 200 ათასი ტონის ფარგლებში ყურძენს“ - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ.