2025 წლის მაისის მდგომარეობით კომერციული ბანკები და მიკრობანკები 1 272 865 000 ლარის წმინდა მოგებაზე გავიდნენ.
თუ იქნება სამართლიანი და ჯანსაღი მიდგომა, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ევროინტეგრაციას წინ ვერაფერი დაუდგება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე საუბრის დროს განაცხადა.
ვაზიანში თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი მინიმუმ 18 მლნ მგზავრზე იქნება გათვლილი, მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
4.4 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო ტურიზმიდან ჩვენმა ქვეყანამ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
ეკონომიკის განვითარებას და ზრდას საკვანძო მნიშვნელობა ენიჭება ჩვენი ქვეყნის გაძლიერებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გივი თარგამაძე, რომელსაც თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, დააკავეს.
მიმდინარე წლის 27 ივნისს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მოხსენებით წარდგება.
კალიფორნიის შტატის ქალაქებში, დევისსა და სან-ფრანცისკოში, ქართული ღვინის მე-8 ფორუმი ღვინის ეროვნული სააგენტოსა და სან-ფრანცისკოში საქართველოს გენერალური საკონსულოს მხარდაჭერით და საქართველო-ამერიკის ბიზნესსაბჭოს ორგანიზებით გაიმართა.
საქართველოში იმპორტირებული არმატურის 51% რუსეთზე მოდის, 43%-ი კი ირანიდან შემოდის - ამის შესახებ აღნიშნულია „თიბისი კაპიტალის“ კვლევაში.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო თბილისში 28 ივნისის 00:00 საათიდან ივლისის ბოლომდე რამდენიმე ლოკაციაზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.