
გრიგოლ ლილუაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს, ახალ ხელმძღვანელთან ერთად, წარმატება უსურვა.


მიანმარში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 3 350-ს აჭარბებს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი მიანმარის სამხედრო ხუნტაზე დაყრდნობით ავრცელებს.

რუსული სარაკეტო თავდასხმის შემდეგ კრივი-რიჰში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დასრულდა, დაღუპულთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, სერგეი ლისაკზე დაყრდნობით ავრცელებს.

მიხეილ ყაველაშვილმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე სულხან თამაზაშვილის კანდიდატურა წარადგინა. ამის შესახებ ყაველაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

ტარიფებთან დაკავშირებით ჩემი პოლიტიკა არასდროს შეიცვლება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელში დაწერა.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი [IDFI] აცხადებს, რომ ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის ფონზე ეკონომიკური აქტივობა მცირდება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 5-7 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს ინფორმაციით, რძე და რძის პროდუქტები, რომელიც მიეწოდება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებს, სრულად შეესაბამება სახელმწიფოს მიერ დადგენილ ყველა სტანდარტს.

შეუსაბამობა მხოლოდ მცირე რაოდენობის კონკრეტულ პარტიაში გამოვლინდა და მაშინვე მოხდა რეაგირება, - ამის შესახებ სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ანა გემაზაშვილმა განაცხადა, რითაც იმ ფაქტს ეხმაურება რომ „სოფლის ნობათის“ რძის ნიმუშებში აფლატოქსინები გამოვლინდა.