ზონალურ-საათობრივი პარკირებისთვის თბილისში დამატებით ახალი საპარკინგო ადგილები გამოიყოფა.
მდინარე მტკვარზე 28 ივნისიდან ორთაჭალჰესის თაღოვანი ხიდის სრული რეაბილიტაცია დაიწყება.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტისა და სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეებში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქის გაძევება განხორციელდა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული მარკეტინგული კომპანიის, Colangelo&Partners-ის ორგანიზებით, ქართული ღვინის წარდგენა აშშ-ში, კოლორადოს შტატში, ქალაქ ასპენში, ყოველწლიურ ფესტივალზე „Food and Wine Classic Aspen 2025“ გაიმართა.
თბილისში, დღეს სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. თელასი ქუჩების ჩამონათვალს აქვეყნებს:
რუსეთი ნამდვილი მშვიდობის მიღწევით დაინტერესებული არ არის, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პარლამენტმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმების ინიციატივა დაამტკიცა. საკანონმდებლო პაკეტი საბოლოო - მესამე მოსმენით, 85-ხმით ერთხმად - მიიღეს.
მინდა შემთხვევით ვისარგებლო და განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო პარტია "ქართული ოცნების" დამფუძნებელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც საშუალება მომცა, წლების განმავლობაში სხვადასხვა მაღალ სახელმწიფო თანამდებობებზე მემუშავა, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე განაცხადა ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ეკონომიკური საბჭოს მდივნისა და ეკონომიკურ საკითხებში პრემიერ-მინისტრის მთავარ მრჩევლად ინიშნება. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად მარიამ ქვრივიშვილი დაინიშნა. შესაბამისი ცვლილების შესახებ განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა.