ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე განაცხადა.
„ადამიანის შრომა და მისი როლი თანამედროვე საქართველოს [ეკონომიკის] განვითარებაში თუ არ გაითვალისწინე და ყველაფერს ხაზი გადაუსვი, მაშინ რატომ ვიცხოვრეთ ამ ქვეყანაში?! რატომ ვქმნით ბიზნესის ისტორიას?! რატომ ვქმნით ოჯახის ისტორიას, თუ ეს ყველაფერი არაფერი ყოფილა“, - ასე გამოეხმაურა BMG-სთან ინტერვიუში ბიზნესმენი თემურ ჭყონია პარტია „ლელოს“ ლიდერების მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის 8-8 თვით დაპატიმრებას.
დიდი ბრიტანეთის ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის გაზრდის ხელშეწყობის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის ,,Swirl Wine Group“ ორგანიზებით, საქართველოს ბრიტანეთიდან 12-კაციანი ჯგუფი სტუმრობდა.
საქართველოში ყოველი მე-3 ადამიანი თავს ღარიბად თვლის, ხოლო ყოველი მე-5 საარსებო შემწეობას იღებს.
„ქართულმა ოცნებამ“ განსხვავებული აზრის ჩახშობა უნდა შეწყვიტოს და ყველა პოლიტიკური პატიმარი გაათავისუფლოს, - ასე გამოეხმაურა ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკისა და ზღვისიქითა ტერიტორიების საკითხებში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი, სტივენ დაუთი „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის დაკავებას.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი.
"გილოცავთ ყველას! ისრაელსა და ირანს შორის სრულად შეთანხმებულია, რომ იქნება სრული და ტოტალური ცეცხლის შეწყვეტა," - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა.
23 ივნისს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა 2025 წლის პირველი ნახევრის საქმიანობის შედეგები წარადგინა.
„ქართული ოცნება“ “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონს ცვლის - უმრავლესობის გადაწყვეტილებით აღნიშნული კანონიდან მთელი რიგი მუხლების ამოღება და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებული საკითხების ახლებურად რეგულირება ხდება.
"ლელო ძლიერი საქართველოს" ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო.