Erasmus+ პროგრამის 2026 წლის ახლად გამოქვეყნებული გეგმის თანახმად, ევროკავშირი საქართველოში სახელმწიფო ორგანოების ან სახელმწიფოსთან დაკავშირებული ინსტიტუტების მონაწილეობით განხორციელებული პროექტების დაფინანსებას შეწყვეტს.
აკრძალვა 12 ნოემბერს გამოქვეყნებულ 2026 წლის ოფიციალურ პროგრამის სახელმძღვანელოში სქოლიოს სახით შევიდა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილება პირდაპირ კავშირშია საქართველოს ამჟამინდელ პოლიტიკურ გარემოსთან.
„საქართველოს ხელისუფლება არ არის უფლებამოსილი, ისარგებლოს პროგრამით გათვალისწინებული არცერთი ქმედებით. ყველა დაგეგმილი და მიმდინარე პროექტი სრულად მხარდაჭერილი და მოქმედი რჩება. ჩვენ მოვუწოდებთ დაწესებულებებს, სტუდენტებს და დაინტერესებულ მხარეებს, ზუსტი ინფორმაციის მისაღებად მხოლოდ ოფიციალურ არხებს დაეყრდნონ“, - ნათქვამია განცხადებაში.
„შედეგად, საქართველოს ხელისუფლების არცერთ წარმომადგენელს არ ექნება უფლება მონაწილეობა მიიღოს ამ პროგრამით გათვალისწინებულ არცერთ აქტივობაში“, - ნათქვამია დოკუმენტში.
ცნობისთვის, Erasmus+ არის საერთაშორისო ევროკავშირის პროგრამა, რომელიც მოიცავს განათლებას, ახალგაზრდობასა და სპორტს. მისი 2021-2027 წლის ბიუჯეტი 26.2 მილიარდი ევროა. პროგრამა მიზნად ისახავს სოციალური ინკლუზიის, გარემოსდაცვითი და ციფრული განვითარების ხელშეწყობას და ახალგაზრდების მონაწილეობას საზოგადოებაში დემოკრატიული პრინციპების დამკვიდრებაში.