gorgia
ავერსი legi

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ბოლო, 2025 წლის ოქტომბრის მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე მსხვილი ეკონომიკების ათეულში ამერიკის შეერთებული შტატები ლიდერობს, რომლის მთლიანი შიდა პროდუქტიც 30.62 ტრილიონ დოლარს უტოლდება.

ათეულში მეორე ადგილი დაიკავა ჩინეთმა, რომლის ეკონომიკაც 19.4 ტრილიონ დოლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ პირველ და მეორე უმსხვილეს ეკონომიკებს შორის სხვაობა 11.2 ტრილიონ დოლარს აჭარბებს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის თანახმად, გთავაზობთ, მსოფლიოში უმსხვილესი ეკონომიკების ათეული ასე გამოიყურება:

  • ამერიკის შეერთებული შტატები - 30.62 ტრილიონი დოლარი;
  • ჩინეთი - 19.4 ტრილიონი დოლარი;
  • გერმანია - 5.01 ტრილიონი დოლარი;
  • იაპონია - 4.28 ტრილიონი დოლარი;
  • ინდოეთი - 4.13 ტრილიონი დოლარი;
  • გაერთიანებული სამეფო - 3.96 ტრილიონი დოლარი;
  • საფრანგეთი - 3.36 ტრილიონი დოლარი;
  • იტალია - 2.54 ტრილიონი დოლარი;
  • რუსეთი - 2.54 ტრილიონი დოლარი;
  • კანადა - 2.28 ტრილიონი დოლარი.

ეს მონაცემები აჩვენებს, რომ საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის რუსეთის შემდეგ ყველაზე მსხვილი ეკონომიკა თურქეთს აქვს და 1.57 ტრილიონს უტოლდება.

ამავე მონაცემებით, სამეზობლოში ყველაზე მცირე ეკონომიკის მქონე ქვეყანა სომხეთია, მისი ეკონომიკის მოცულობა 27.86 მილიარდ დოლარს აჭარბებს, მას კი მოსდევს საქართველო 37.4 მილიარდი დოლარით და აზერბაიჯანი 76.39 მილიარდიანი ეკონომიკით.

79