Uber ამერიკულ სტარტაპ Starship Technologies-თან პარტნიორობით ევროპაში მიწოდების სერვისს ავტონომიური რობოტებით პირველად იწყებს. ინფორმაციას Bloomberg ავრცელეს.
2025 წლის მე-3 კვარტალში სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი წინა კვარტალთან შედარებით 2.4 პროცენტით შემცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მომხმარებელს განახლებულ ვებ-გვერდსა და ციფრულ სერვისებს სთავაზობს. კომპანიის ცნობით, ახალი ვებ-პლატფორმა საშუალებას აძლევს „ჯივიპის“ აბონენტებს დისტანციურად, სწრაფად, მარტივად და კომფორტულად ისარგებლონ ყველა საჭირო მომსახურებით.
სიუჟეტის ხანგრძლივობა ერთ საათზე მეტია და ის „V is for Vino“-ს ყველა პლატფორმაზე - ოფიციალურ გვერდზე, სოციალური მედიის არხებზე, საკაბელო ტელეარხზე-ReachTV და ამერიკის მასშტაბით 90-ზე მეტ აეროპორტში განთავსდა.
მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ლაღამის უბნის რეაბილიტაციის ტენდერში კომპანია „არქიტექსმა“ გაიმარჯვა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მთავრობის წევრებთან ერთად, რომში, სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში საქართველოს სახელმწიფო კამერული გუნდის კონცერტს დაესწრო, რომელიც ვატიკანის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მინდვრის და ტყის ხანძრების პრევენციის მიზნით მოგმართავთ, გამოიჩინოთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა ბუნებაში გადაადგილებისას, – ამის შესახებ აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.
ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობისას სოფელ წკერესთან საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოებისას, სავარაუდოდ, მიწის მასის ჩამოშლის შედეგად სამშენებლო კომპანიის ხუთი თანამშრომელი, თურქმენეთისა და ჩინეთის მოქალაქეები მოყვნენ ჩამოშლილი მასის ქვეშ, – ამის შესახებ საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაშია ნათქვამი.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული მარკეტინგული კომპანიის, Colangelo & Partners-ის ორგანიზებით, ქართული ღვინის წარდგენა აშშ-ში, ტექსასის შტატის ქალაქ ოსტინში, Austin Food & Wine Festival-ზე გაიმართა.
გორში, მდინარე ლიახვზე ნაპირსამაგრი სამუშაოების მიმდინარეობისას ლიახვის მიმართულების შეცვლის შედეგად გამოწვეულ გარემოსდაცვით ზიანთან დაკავშირებით მასალები შემდგომი რეაგირებისთვის სამართალდამცავ უწყებებს გადაეგზავნათ.