ცაგერში მეწყერში მოყოლილი მამაკაცი მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს.
სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ბელარუსში იმყოფება.
საქართველოში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა ქვეყანაში მარილის მოხმარებისა და ჰიპერტენზიის გავრცელების ტენდენციებზე იმსჯელეს.
მთავრობამ ღრმაწყლოვანი პორტის პროექტში კერძო პარტნიორის შესარჩევად განზრახულობის განაცხადი საჯაროდ გამოაქვეყნა.
სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, იანვარში საქართველოს დერეფანში 34 404 სატრანზიტო ტრაილერმა გაიარა.
პანდემიის განმავლობაში, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების შესაძენად 3,696,907.8 ლარია დახარჯული.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს.
თურქეთის სამხრეთ ნაწილში, ჰათაის პროვინციაში 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 20:04 საათზე დაფიქსირდა.