"ეროვნული ბანკის შესახებ" ორგანულ კანონში ცვლილებებს ვადებ ვეტოს, რადგან ის არც საჭირო, არც საჩქარო და არც არგუმენტირებულია,"- ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
რუსეთი დიდ ყურადღებას მიაქცევს ბირთვული ძალების გაძლიერებას, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
თანამედროვე ბიზნეს ეკოსისტემაში სტარტაპერები უკვე არც ისე ცოტა ხანია, გამოჩდნენ და მათი ინოვაციური იდეები ამ ინდუსტრიაში ნელ-ნელა თამაშის წესებს ცვლის, ახალ პროდუქტებს ქმნის და ყოველდღიურობას ამარტივებს. ადამიანების ცხოვრების გამარტივებას ემსახურება თიბისიც, რომელმაც წლებია, პროგრამა სტარტაპერი დააარსა.
აზერბაიჯანული კომპანია „გლასიკა“ საქართველოში მინის ბოთლების ექსპორტს იწყებს.
თიბისიმ ESG (გარემოს დაცვის, სოციალური და მმართველობის) აკადემიის დაარსება დააანონსა. აკადემიის პრეზენტაცია თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში 22 თებერვალს გაიმართა.
საერთო მოგების მარჟა თბილისის დეველოპერულ პროექტებში საშუალოდ 36%-ია, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს ეროვნულმა ბანკის მიერ გამოქვეყნებულ მიმოხილვაში.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს.
ტაჯიკეთში 7.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
კერძო სექტორის გაძლიერება არ უნდა იყოს მომხმარებლების ხარჯზე. ამიტომ, მომხმარებლების უფლებების დაცვა თანაბარწილად ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და პირველი ამოცანაა, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ინტერესების დაცვა,-ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად თურქეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა.