თიბისი და Veli.store მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად გაერთიანდნენ. პარტნიორობის ფარგლებში, ბიზნესი, რომელიც Veli.store-ზე დარეგისტრირდება როგორც ბიზნეს მომხმარებელი, შეიძენს ნებისმიერ ნივთს და გადაიხდის თიბისი ბიზნეს ნაკრების ბარათით მომენტალურად დაიბრუნებს თანხის 30% -ს (მაქსიმუმ 200 ლარს).
უკრაინაში ომის დაწყებიდან ერთი წლის თავზე თბილისში უკრაინის მხარდამჭერი აქცია იმართება. აქცია დღეს, 24 თებერვალს, 19:00 საათზე პარლამენტთან არის დაგეგმილი.
უკრაინის ომის წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ცერემონიაზე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უკრაინასთან მიმართებით წარმოებული პოლიტიკის გამო მთავრობა გააკრიტიკა.
ზუსტად ერთი წლის წინ უკრაინას უდიდესი ტრაგედია დაატყდა თავს, რასაც უკრაინელი ხალხი არ იმსახურებდა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს.
საქართველო იმ 141 ქვეყანას შორისაა, რომელმაც მხარი დაუჭირა გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას, რომელიც რუსეთისგან მოითხოვს, დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ გაიყვანოს შეიარაღებული ძალები უკრაინიდან.
ვფიქრობ, პრეზიდენტ პუტინს კვლავ სურს კიევის ოკუპაცია, თუმცა მათი იდეები, მისია და იმედი მთელ უკრაინას ეხება, რომ დავკარგოთ დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი. თუმცა, ვფიქრობ, ყველამ გაიგო, რომ თუ არ შეუძლიათ დედაქალაქის ოკუპაცია, მათ არ შეუძლიათ უკრაინის ოკუპაცია“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ბიბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სურამის-კვანძი საქასრიის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ Wizz Air-თან მიაღწია შეთანხმებას – ავიაკომპანია ბერლინისა და ათენის რეისის მგზავრებს, ვინც რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო რეგისტრაციაზე დააგვიანებს, გადაუცვლის ბილეთს ნებისმიერი მიმართულებით ფიქსირებული თანხის სანაცვლოდ, – ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ავრცელებს.
გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატის წამოყენებას განიხილავს.