გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატის წამოყენებას განიხილავს.
„ნატო-ს ხელმძღვანელობა? ეს შესანიშნავი აზრია. მინდა, აღვნიშნო, რომ ასეთი ჩანაფიქრი მაქვს და დაე, არავინ დაივიწყოს, რომ ასეთი კანდიდატი არსებობს“,- განაცხადა ჯონსონმა.
ჯონსონმა ასევე გაიხსენა, რომ იტალიის ყოფილი პრემიერი მარიო დრაგი გენერალური მდივნის მომდევნო კანდიდატად ევროკავშირის წარმომადგენლის დანიშვნას ემხრობოდა.
„მე მას სრულიად არ ვეთანხმები. ვფიქრობ, რომ ევროკავშირის მიღმაც არიან კანდიდატები. აუცილებელი არაა, ევროკავშირიდან იყოს. მე თავს კანდიდატად განვიხილავ. ეს კარგი და მნიშვნელოვანი თანამდებობაა“,-აღნიშნავს ჯონსონი.