„თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ ყოველთვიური მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს.
ნატო-ს მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ უკრაინა გახდება ჩვენი ალიანსის წევრი, მაგრამ ამავე დროს, ეს გრძელვადიანი პერსპექტივაა, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, ფინეთში ვიზიტის დროს განაცხადა.
მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ტურისტული გამოფენა ITB Berlin-ი საკუთარ სოციალურ პლატფორმებზე საქართველოს შესახებ პოსტს აქვეყნებს.
„უსაზღვრო სტუმარმასპინძლობა“ – ამ სლოგანით და მრავალფეროვანი პროგრამით საქართველო გერმანიაში, ბერლინის ტურისტულ გამოფენაზე მასპინძლის სტატუსით წარდგება.
საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2023 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 8.4 პროცენტი შეადგინა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა, 2023 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით 317.70 მლნ ლარით, ანუ 0.71%-ით შემცირდა და იანვრის ბოლოს 44.47 მლრდ ლარი შეადგინა.
საქართველოს პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი სტიგმატიზაციას მოახდენს და გააჩუმებს საქართველოს მოქალაქეების დამოუკიდებელ ხმებს, რომლებიც მოწოდებულნი არიან, შექმნან უკეთესი მომავალი მათი საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 28 თებერვლისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6272 ლარი ეღირება, ევრო – 2.7751 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.1471 ლარი.