გასულ კვირაში გამოქვეყნებული მაკროეკონომიკური მაჩვენებლები ეკონომიკის ძლიერი ზრდის შენარჩუნებაზე მიუთითებს. საკუთრივ, აღსანიშნავია იანვარში ადგილობრივი რეალური ექსპორტის მნიშვნელოვანი მატება.
SARS-CoV-2-ის კოროვირუსული ინფექციის გავრცელება, რომელიც იწვევს „კოვიდ-19“-ის დაავადებას, სავარაუდოდ, უჰანის ჩინური სამეცნიერო ლაბორატორიიდან ვირუსის ნიმუშის გაჟონვის შედეგი იყო. ამის შესახებ „უოლ სთრით ჯორნალი“ აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტზე დაყრდნობით წერს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობასა და ეროვნულ ბანკს შორის კოორდინირებული და ჯანსაღი თანამშრომლობაა საჭირო.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა. სანქციების ახალი პაკეტი შეეხება რუსეთის ფედერაციის ეკონიმიკის სამინისტროს დაქვემდებარებულ მეტალურგიისა და სამთო მრეწველობას სექტორს.
ქარელის რაიონის სოფელ რუისში ორი თვის წინ სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების მწარმოებელი ქარხანა ამოქმედდა.
"უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" - ასე ეწოდება რიგით მეორე კანონის პროექტს, რომელიც პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინება.
რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი იმუქრება, რომ თუ რუსეთის არსებობის საკითხი დადგება, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება თავად კაცობრიობის ცივილიზაციის არსებობაც.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აჭარის რეგიონში, შესაბამისი ნებართვის გარეშე სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების სამი ფაქტი გამოავლინეს, რაზეც, უცხოეთის სამი მოქალაქე პასუხისგებაში მისცეს, მათგან ერთი დააკავეს.
დღეს 14:00 საათზე მთავრობის სხდომა გაიმართება. სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულია ცხრა საკითხის განხილვა.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 24 თებერვლის #81 დადგენილებით 2015 წლის 5 ივნისის №255 დადგენილებაში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც უკრაინის მოქალაქეებს ქვეყანაში უვიზოდ ყოფნის ვადა 2 წლამდე გაუხანგრძლივდათ.