საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2023 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 8.4 პროცენტი შეადგინა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა, 2023 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით 317.70 მლნ ლარით, ანუ 0.71%-ით შემცირდა და იანვრის ბოლოს 44.47 მლრდ ლარი შეადგინა.
საქართველოს პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი სტიგმატიზაციას მოახდენს და გააჩუმებს საქართველოს მოქალაქეების დამოუკიდებელ ხმებს, რომლებიც მოწოდებულნი არიან, შექმნან უკეთესი მომავალი მათი საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 28 თებერვლისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6272 ლარი ეღირება, ევრო – 2.7751 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.1471 ლარი.
თიბისი ლიზინგის მხარდაჭერით ბათუმში, პირველი კრაფტ ლუდის სივრცე, "9 მთა" გაიხსნა, სადაც ლუდის მოყვარულებს ათობით არომატის ლუდისა და გემრიელი კერძების დაგემოვნება შეეძლებათ.
უმუშევრობა გვაქვს ისტორიულ მინიმუმზე, სიღარიბე გვაქვს ისტორიულ მინიმუმზე და ქვეყნის სავალუტო რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზე - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
27-28 თებერვალს საქართველოში თბილი და უნალექო ამინდი იქნება.
ამჟამად რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა, თუმცა მათი დამატებითი ზრდა მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ მისი 7-წლიანი საქმიანობის შემაჯამებელი პრეზენტაციაზე განაცხადა.