სტატისტიკის თანახმად, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2022 წლის IV კვარტალში 324.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.
მათივე ცნობით, მე-4 კვარტალის მდგომარეობით, ინვესტორ ქვეყნებს შორის პირველ ადგილზეა გაერთიანებული სამეფო - 153.6 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 47.4 პროცენტს შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფება აშშ - 60.5 მლნ. აშშ დოლარით (18.7 პროცენტი), ხოლო მესამეზე რუსეთი - 34.7 მლნ. აშშ დოლარით (10.7 პროცენტი).
ამასთან, სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 2022 წლის მე-4 კვარტალში 93.9 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში განხორციელდა და 197.3 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 60.9 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორი 63.9 მლნ. აშშ დოლარით (19.7 პროცენტი), ხოლო მესამეზე - უძრავი ქონების სექტორი 42.9 მლნ. აშშ დოლარით (13.2 პროცენტი).