ევროკავშირ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი გიორგი კაჭარავა აცხადებს, რომ საქართველოში ბოლო რამდენიმე კვირაში მიმდინარე მოვლენებმა ქვეყნის საინვესტიციო გარემოს ზიანი მიაყენა.
მისი თქმით, ერთ-ერთმა ინვესტორმა სწორედ ამ მიზეზით საინვესტიციო პროექტის განხორციელებაზე, შესაძლოა, უარი თქვას. გიორგი კაჭარავა პროექტს არ აკონკრეტებს, თუმცა ამბობს, რომ ბიზნესგაერთიანება ინვესტორის შემოტრიალებას შეეცდება.
“ეს არ იყო ხელშემწყობი გარკვეული პროექტების განხორციელებისთვის. მაგალითისთვის გეტყვით, რომ ერთმა კომპანიამ დაგვირეკა და განაცხადა, რომ შეიძლება შეაჩეროს საინვესტიციო პროექტი ბოლო რამდენიმე კვირაში განხორციელებული პროცესების გამო, რაც ძალიან სამწუხაროა. ჩვენ შევეცდებით, რომ ეს ინვესტორი შემოვატრიალოთ.
მნიშნელოვანია, რომ დადებითისკენ გადაიხარა გადაწვეტილება და მისასალმებელია”, - აცხადებს ევროკავშირ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი გიორგი კაჭარავა.
ბოლო რამდენიმე კვირაში მიმდინარე მოვლენებმა ქვეყნის საინვესტიციო გარემოს ზიანი მიაყენა - გიორგი კაჭარავა
386
|