„ეკოვუდი“ მონაწილეობს Caucasus Build 2023-ის სამშენებლო მასალებისა და ინტერიერის საერთაშორისო 27-ე გამოფენაში, რომელიც ექსპო ჯორჯიაში იმართება. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME-ს კომპანია "ეკოვუდის" მარკეტინგისა და კორპორატიული გაყიდვების ხელმძღვანელმა გიორგი სრესელმა განუცხადა.
მისივე თქმით, "ეკოვუდიმა" ბევრ საინეტრესო ვიზიტორს უმასპინძლა და ბევრ სიახლესთან ერთად მომხმარებლებს სიურპრიზებიც დაახვედრა.
„გამოფენა 28 აპრილს გაიხსნა და 30 აპრილამდე გაგრძელდება. ჩვენ ვუმასპინძლეთ, როგორც ადგილობრივებს, ისე უცხოელ ვიზიტორებს. წარვუდგინეთ და გავაცანით მათ სიახლეები ჩვენი პროდუქციის შესახებ.
ჩვენ, ახალი პოზიციები დავიმატეთ, რომლებიც ჩვენი წარმოების შედეგად იქნა მიღებული. ასევე, სიახლეები შევმატეთ საფასადე, როგორც შიდა გამოყენების, ისე გარე სივრცეების მოპირკეტების მასალების კუთხით. ასევე, სარემონტო და სამშენებლო მასალების, ხის დასამუშავებელი საშუალებების მიმართულებითაც.
ჩვენ შევეცადეთ მაქსიმალური ინფორმაცია მიეღოთ სტუმრებს იმ სიახლეების შესახებ რაც ჩვენს კომპანიას აქვს. ასევე გვქონდა სიურპრიზიც, ფასდაკლების ვაუჩერი, როგორც სარემონტო და სამშენებლო მასალებისთვის, ასევე დაცვითი საშუალებებისთვის“, – განაცხადა სრესელმა.
აღსანიშნავია, რომ გამოფენების ცენტრ ექსპოჯორჯიას ორგანიზებით, სამშენებლო მასალებისა და ინტერიერის 28-ე საერთაშორისო გამოფენა ჩატარდა. მრავალი წელია გამოფენა წარმატებით აკავშირებს ერთმანეთს სამშენებლო ინდუსტრიის წარმომადგენლებს. წელს ღონისძიებამ უკვე ოცდამერვედ შეკრიბა მშენებლობის სფეროში მოღვაწე ქართული თუ უცხოური კომპანიები.
ამ გამოფენის მიზანია შექმნას უნიკალური საკომუნიკაციო პლატფორმა, სადაც მონაწილე ადგილობრივ და უცხოურ კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ შეხვდნენ პოტენციურ პარტნიორებს, დეველოპერებს, არქიტექტორებს, ინჟინრებს, სამშენებლო კომპანიებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს, სამშენებლო პროფესიონალებსა და სამშენებლო ინდუსტრიით დაინტერესებულ პირებს. გარდა ამისა, მათ ეს გამოფენა აძლევს შესაძლებლობას, გაეცნონ ბაზრის სიახლეებს და სამშენებლო სფეროში არსებულ სამომავლო ტენდენციებს.
სამშენებლო ინდუსტრიის წარმომადგენლებს შორის საქმიანი ურთიერთობების წახალისებასთან ერთად, Caucasus Build-ის მიზანია, გააცნოს ინდუსტრიის ტრენდები რემონტითა და მშენებლობით დაინტერესებულ კერძო პირებს და გაუმარტივოს მათ ალტერნატივების ძიების პროცესი.