10 სექტემბრის 08:00 საათიდან 09:00 საათამდე, „ისთ ფოინთის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თაყაიშვილის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად შეიზღუდება.
საქართველოს საპენსიო ფონდი სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი აცხადებს, რომ ევროკავშირის ქვეყნები ოქტომბრამდე უკრაინისთვის 2 მილიონი საარტილერიო ჭურვის მიწოდებას გეგმავენ.
საქართველომ აზიის განვითარების ბანკისგან (ADB) 68.2 მლნ ლარის ბიუჯეტის მხარდამჭერი სესხი მიიღო პროგრამის ფარგლებში, რომელიც ქვეყანას პროფესიული განათლების გაძლიერებაში დაეხმარება.
ვაკის რაიონში ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და გიორგი წერეთლის ქუჩების სრული რეაბილიტაცია განხორციელდა. გზა დღეს დედაქალაქის მერმა და მმართველი პარტიის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ გახსნა.
გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისთვის ID ბარათის შეღავათიან ფასად გაცემის აქცია გრძელდება. როგორც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, აქცია 19 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის, Wijnimport Bleeker-ის ორგანიზებით, ამსტერდამში, საერთაშორისო ფესტივალის Amsterdam Wine Festival-ის ფარგლებში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა.
უკრაინამ და ევროკომისიამ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ბოლო, მეხუთე კლასტერის სკრინინგი დაიწყეს, რომელიც სოფლის მეურნეობას ეხება, - ინფორმაციას უკრაინული მედია ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ვიცე-პრემიერ მინისტრის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს.
საფრანგეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრს უნდობლობა გამოუცხადა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
პუტინის მიერ უკრაინაში შეჭრა მხოლოდ დასაწყისია, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა.