2025 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოდან აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის ღირებულებამ 1 118 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 3.4%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
თბილისის 157-ე საჯარო სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეთა მშობლებს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ბექა ურუშაძე შეხვდნენ და სკოლის რეაბილიტაციის საკითხებზე ისაუბრეს.
ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი მიიღო, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ კომისიის მთავარმა პრესსპიკერმა, პაულა პინიომ განაცხადა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტმა აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე (დავალების შემთხვევაში, ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე და სხვა საავტომობილო გზებზე) ჩასატარებელ საგზაო სამუშაობზე ტენდერები გამოაცხადა.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ქუთაისში 5 000 მაყურებელზე გათვლილი მრავალფუნქციური სპორტის სასახლის პროექტირებისთვის კონკურსი გამოაცხადა.
2025 წლის 1-ლი ოქტომბრიდან იმ უცხოელებისთვის, რომელთაც საქართველოში ყოფნის წესები დაარღვიეს, კანონი მკაცრდება. მარტივდება ქვეყნიდან გაძევება და ასევე იზრდება ჯარიმების მოცულობაც.
19 სექტემბრის მონაცემით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 64 ათასი ტონა ყურძენი. ღვინის საწარმოებს ყურძენი 4500-მდე მევენახემ ჩააბარა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2025 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 16 250.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.
სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2025 წლის 8 თვის საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც საქართველოს ექსპორტმა პერიოდის განმავლობაში 4.45 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.7%-ით მეტია.
მუნიციპალური განვითარების ფონდი ახალი, საერთაშორისო სტანდარტების მრავალფუნქციური სპორტული და კულტურულ-შემეცნებითი კომპლექსების მშენებლობას გეგმავს ოზურგეთში, გორში, გურჯაანში, ქობულეთში, ბაღდათსა და წნორში.