საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობამ 760.6 ათასი სული შეადგინა, რაც წლიურად 6%-იანი კლებაა. აქედან ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 372.4 ათასი იყო, რაც წინა წლის მაჩვენებელს 8%-ით ჩამორჩება.
შემცირებულია ღორების რაოდენობა და ბოლო ათი წლის მინიმუმზეა. ღორის ჯამურმა რიცხოვნობამ 122 ათასი სული შეადგინა, რაც 12%-ით ჩამორჩება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.
2025 წლის IV კვარტალში რძის წარმოებამ 97.2 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 6%-იანი კლებაა. 2025 წლის რძის წარმოების წლიური მაჩვენებელი 545.7 მილიონი ლიტრით განისაზღვრა, რაც 5%-ით ჩამორჩება 2024 წლის შესაბამის მაჩვენებელს. აღსანიშნავია, რომ 2018 წლის შემდეგ რძის წარმოება ყველაზე დაბალ ნიშნულზეა.
2025 წლის IV კვარტალში ხორცის წარმოებამ 28 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2024 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 3.7%-ით მეტია. 2025 წელს ხორცის წლიურმა წარმოებამ 82 ათასი ტონა შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 7.7%-ით ჩამორჩება.
2025 წლის IV კვარტალში კვერცხის წარმოება 165.4 მილიონი ცალი იყო, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 3%-ით ნაკლებია. 2025 წელს კვერცხის წლიურმა წარმოებამ 688 მილიონი ცალი შეადგინა, რაც 2024 წელთან შედარებით 2%-ით მეტია.