gorgia
ავერსი legi

საქართველოს კერძო კომპანიებს, რომლებიც 2022 წლის 1 იანვრამდე არიან რეგისტრირებული, მეწარმეთა შესახებ კანონის მოთხოვნების შესაბამისად, ამონაწერის განახლებისთვის ვადა 2026 წლის 31 მარტამდე აქვთ. 

თუკი კომპანიები სარეგისტრაციო მონაცემებს კანონის შესაბამისად არ განაახლებენ, 2026 წლის 1 აპრილიდან მათი რეგისტრაცია შეჩერდება, რაც კომპანიების ოპერირების შეჩერებას გამოიწვევს. ეს შეეხება საწარმოების მიერ ხელფასების გადახდას, გადასახადების გადახდას, ოპერაციების განხორციელებას, ქონების განკარგვას და ფაქტობრივად ყველა სხვა ოპერაციას, რომელსაც კომპანიები ყოველდღიურად ახორციელებენ.

მეწარმეთა შესახებ კანონის შესაბამისად, ბიზნესების რეგისტრაციის ვადა ერთხელ უკვე გადავადდა - წინა ჯერზე ის 2025 წლის 1 აპრილს უნდა ამოქმედებულიყო და ვადამ ერთი წლით გახანგრძლივდა. 

ჯერჯერობით უცნობია გადაავადებს თუ არა მთავრობა კანონის მოთხოვნებს კიდევ ერთხელ, რადგანაც ათასობით ბიზნესისთვის რეგისტრაციის შეჩერებამ სახელმწიფოს საგადასახადო შემოსავლებზეც ნეგატიური გავლენა მოახდინოს.

"ამ კანონის ამოქმედებამდე რეგისტრირებული საწარმო, გარდა ინდივიდუალური მეწარმისა, ვალდებულია 2026 წლის 1 აპრილამდე უზრუნველყოს საწარმოს ან/და ფილიალის სარეგისტრაციო მონაცემების ამ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობა. ამ მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა წარედგინოს დამფუძნებელთა გადაწყვეტილება, რომელიც მიიღება საწარმოს ბოლო, 2022 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებული წესდებით საერთო კრების გადაწყვეტილების მისაღებად განსაზღვრული ზოგადი წესით დადგენილი ხმათა რაოდენობით. თუ 2022 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებული საწარმოს რეგისტრირებული წესდებით შესაბამის საკითხზე საერთო კრების გადაწყვეტილების მისაღებად განსაზღვრულია ზოგადი წესით დადგენილზე მეტი ხმათა რაოდენობა, საწარმოს სარეგისტრაციო მონაცემების ამ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფისას შესაბამის საკითხზე დამფუძნებელთა გადაწყვეტილება მიიღება აღნიშნული წესდებით განსაზღვრული ხმათა რაოდენობით. ზოგადი წესით დადგენილი ხმათა რაოდენობით გადაწყვეტილების მიღება დასაშვებია, თუ საწარმოს რეგისტრირებული წესდებით გათვალისწინებული შესაბამისი საკითხის შინაარსი უცვლელადაა ასახული საწარმოს ახალ სადამფუძნებლო შეთანხმებაში და არ ეწინააღმდეგება კანონს", - ნათქვამია მეწარმეთა შესახებ კანონში.

უფრო ვრცლად კანონმდებლობის მოთხოვნების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

333