
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის დაბალი რანგის დელეგაცია გაგზავნა, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ლემიმ თურქეთში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

18 მაისს, მიხეილ ყაველაშვილი, დელეგაციასთან ერთად, ვატიკანში რომის ახალი პაპის ლეო XIV-ის ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრება.

მდინარე მტკვარში მაშველებმა, ძებნა-შველის ღონისძიების ფარგლებში, ავტომობილს და მასში 2 პირის ცხედარს მიაკვლიეს.

2024 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 2023 წელთან შედარებით 2.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 13.9 პროცენტი შეადგინა.

ირაკლი ხმალაძე იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ფრანს-პრესი“ უკრაინელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

არ არის მაინცდამაინც დემოკრატიული, როდესაც ასეთ პოზიციაზე მესამედ ხდება ერთი და იგივე კანდიდატის წარდგენა, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციაში ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურის გამოწვევასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

თურქეთში მოლაპარაკებებისთვის გაგზავნილ რუსეთის დელეგაციაში რუსეთის პრეზიდენტი პუტინი არ არის.

რუსული საბრძოლო თვითმფრინავი ესტონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას ესტონეთის შეიარაღებული ძალები ავრცელებს.

ზურაბ პოლოლიკაშვილი აცხადებს, რომ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე მისი კანდიდატურის გაწვევის გადაწყვეტილება მასთან შეთანხმებული არ იყო.