
ძალიან გულწრფელად ვუთხარი ქართულ მხარეს, რომ ეს ჩემთვის ერთ-ერთი უდიდესი იმედგაცრუებაა,- ამის შესახებ ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ქსავიერ ბეტელმა ევროპის საბჭოს მინისტერიალის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პრეზიდენტ ტრამპისთვის მოთხოვნების წამოყენების თავხედობა უხამსობაა , - ასე ეხმაურება აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი ირაკლი კობახიძის წერილს აშშ-ის პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის მიმართ.

იუსტიციის მინისტრის მოადგილედ ალექსანდრე მაისურაძე დაინიშნა. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა საქართველოს ხელისუფლებამ საკუთარი გადაწყვეტილებით მოხსნა.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სასწავლო ცენტრში წყალმომარაგებისა და წყალარინების დარგში პროფესიული პროგრამები ამოქმედდა.

ინფრასტრუქტურის სამინისტრო რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროექტებს ახორციელებს.

ინფრასტრუქტურის სამინისტრო, სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, რუსთავში, საფეხბურთო ტექნიკურ ცენტრსა და ორ საფეხბურთო მოედანს აშენებს.

აპრილში ექსპორტის შთამბეჭდავი ზრდა დაფიქსირდა და ექსპორტის მაჩვენებელი 41 პროცენტზე მეტით გაიზარდა, ხოლო ექსპორტის მოცულობამ 617 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

სასამართლომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით დაკისრებული 20 000 ლარიანი გირაო პატიმრობით შეუცვალა.

„სელფი მობაილი“, ქართული მობილური ოპერატორი, რომელიც საქართველოს მასშტაბით 1.3 მლნ. მომხმარებელს ემსახურება, 4GB ფესტივალის სპონსორია. ამის შესახებ ინფორმაციას „სელფი მობაილი“ ავრცელებს.