საქართველო-ყაზახეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ TBC Capital-ის მიერ გამოქვეყნებული მიმოხილვის მიხედვით, 2020 წელს საქართველოდან ყაზახეთში განხორციელებულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 136 მლნ დოლარი შეადგინა.
24 მაისის ვაჭრობის შედეგად ლარი გაუფასურდა. აშშ დოლართან მიმართებით კურსის ცვლილებამ 0.70 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3126 ლარი გახდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დღეს ხელი მოეწერება მნიშვნელოვან საგრანტო შეთანხმებას სტრატეგიულ პარტნიორთან ამერიკის შეერთებულ შტატებთან.
2021 წლის პირველ კვარტალში პანდემიასთან ბრძოლისთვის 540 მლნ ლარი დაიხარჯა, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 3 თვის შესრულების ანგარიშით წარსდგა.
ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით, საქართველომ პანდემიის პერიოდში საერთაშორისო პარტნიორებისგან 1.9 მილიარდი დოლარი მიიღო.
პანდემიამ უმუშევრობის მაჩვენებელი გაზარდა და უმუშევრობის ზრდა სოციალურ ხარჯებსაც დაეტყო, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილე გიორგი კაკაურიძემ ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2021 წლის ბიუჯეტის შესრულების 3 თვის ანგარიშს განიხილავენ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის უფროსი დააკავეს.
სებ–ის ინფორმაციით, ბოლო პერიოდში დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც ფინანსური სექტორის მომხმარებლებს, უცხოური ბანკები და ორგანიზაციები სესხის მიღებას გარკვეული თანხის გადარიცხვის სანაცვლოდ სთავაზობენ.
ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ გადასახადის გადამხდელს, რომელსაც აქვს მიმდინარე საგადასახადო დავალიანება, შესაძლებლობა ექნება გადასახადის ძირითადი თანხის გადახდის პირობით, სრულად შეიმციროს დარიცხული ჯარიმა/საურავები.
2021 წლის პირველ კვარტალში მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა 23 მილიონის მოგება მიიღეს - ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკიდან ხდება ცნობილი.