პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე 2021 წლის, საბოლოოდ კორექტირებულ სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ. რდ ლარზე მეტი.
სახალხო დამცველი პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შეწყვეტასთან დაკავშირებულ ცვლილებებს უარყოფითად აფასებს, რომელსაც საქართველოს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.
სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, მთავრობის 300 ლარიანი დახმარების გაცემა დეკემბერში დაიწყო და უკვე 80 201 პირმა ჯამში 24 060 300 ლარი მიიღო.
კონომიკის მინისტრობის კანდიდატის, ნათია თურნავას განცხადებით, 2021 წლის ბიუჯეტი პასუხობს მიმდინარე გამოწვევებს.
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი ამბობს, რომ პარტიების დაფინანსების შესახებ კანონონი, რომელიც პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტას ითვალისწინებს, აქამდეც მისაღები იყო და “მადლიერია”, რომ ამის მიღება ახლა ხდება.
ფინანსთა მინისტრობის კანდიდატის ივანე მაჭავარიანის შეფასებით, საქართველო პირველ ადგილზეა პანდემიური დახმარებების ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით, რომელსაც ქვეყანა დონორი საერთაშორისო ორგანიზაციებიდან იღებს. ამის შესახებ მჭავარიანმა პარლამენტში 5 კომიტეტის გაერთიანებული კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
"ეს შეღავათი პრინციპულად არამიზანშეწონილი შეღავათია" - ასე უპასუხა ფინანსთა მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელმა ივანე მაჭავრიანმა ჟურნალისტების მიერ ბიზნესის მხრიდან დღგ-ის გადასახადის სტრუქტურის ცვლილების მოთხოვნის შესახებ დასმულ შეკითხვას.
საქსტატის ინფორმაციით, 2020 წლის III კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.8 პროცენტით (22.4 ლარით) გაიზარდა და 1,239.5 ლარი შეადგინა.
საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2020 წლის მესამე კვარტალში საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 23.6%-ით შემცირდა და მან $302.6 მილიონი დოლარი შეადგინა.
დღეს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება.